რატომ Homeland? კლიენტებისთვის: საქართველოში პირველად, ჩვენ გთავაზობთ უძრავი ქონების საკონსულტაციო მომსახურებას, სადაც თქვენ იღებთ კომპლექსურ, დეტალურ ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ და დამატებით აუცილებელ მომსახურებას ექსკლუზიურად თქვენთვის! აქ არ შეგხვდებათ შემაწუხებელი რეკლამა აქ იხილავთ კონკრეტული უძრავი ქონების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას თქვენ ურთიერთობა არ გაქვთ უძრავი ქონების მფლობელთან - კონტაქტობთ მხოლოდ ჩვენს პროფესიონალებთან, რომლებიც დეტალურად გაგაცნობენ ყველა აუცილებელ ინფორმაციას, უზრუნველყოფენ თქვენს ვიზიტს ობიექტზე და ამასთანავე, მოახდენენ შესაძენი ქონების ღირებულების და ხარისხის საფუძვლიან ანალიზს, სამომავლო განვითარების ყველაზე რენტაბელური პროფილის იდენტიფიცირებას და დეტალურად გაგაცნობენ ყველა ეტაპს, რაც საჭიროა, რომ გაიაროთ უძრავი ქონების შეძენიდან მის შემდგომ გამოყენებამდე. ეს ყველაფერი, იმისათვის, რომ თქვენ მოახდინოთ გონივრული ინვესტიცია და გაზარდოთ მისი ღირებულება. მფლობელთათვის: ჩვენ მოვახდენთ თქვენი უძრავი ქონების დეტალურ ანალიზს და მოვამზადებთ საპრეზენტაციო მასალას, რათა ნათლად იქნეს წარმოჩენილი მისი უპირატესობები მ.შ. ლოკაციის, ჰაერის ხარისხის, მომავალი განვითარების ან/და გაქირავების პოტენციალის კუთხით. ჩვენ დამატებით გთავაზობთ, ვიდეო/ფოტო/დრონით გადაღების პროფესიონალურ სერვისს. თქვენი ქონება განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე და მოხდება მისი გაზიარება კლიენტთა და ინვესტორთა მუდმივად განახლებადი ბაზისთვის, ვინც პოტენციურად შესაძლოა იყოს კონკრეტული ობიექტის შეძენით დაინტერესებული. კომპანიას აქვს წვდომა, ისეთი ქვეყნების მსყიდველობითუნარიან მომხმარებლებთან როგორიცაა: თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ყაზახეთი, ისრაელი, უზბეკეთი, შვეიცარია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, აშშ. |