რატომ Commercial.ge ?
კლიენტებისთვის:

საქართველოში პირველად, ჩვენ გთავაზობთ კომერციული უძრავი ქონების პორტალს, სადაც განთავსებულია მხოლოდ კომერციული უძრავი ქონება.
აქ არ შეგხვდებათ შემაწუხებელი რეკლამა

თქვენ ურთიერთობა არ გაქვთ უძრავი ქონების მფლობელთან - კონტაქტობთ მხოლოდ ჩვენს კომერციული უძრავი ქონების პროფესიონალებთან, იღებთ მაქსიმალურად დეტალურ პროფესიონალურ ინფორმაციას ობიექტის შესახებ.

გაქვთ შესაძლებლობა დატოვოთ მოთხოვნა ჩვენი დეტალური საძიეობო ფორმის საშუალებით და ჩვენი გუნდი იპოვის თქვენთვის სასურველ ქონებას

მფლობელთათვის:

ჩვენ მოვახდენთ თქვენი უძრავი ქონების დეტალურ ანალიზს, დავასურათებთ და გადავიღებთ ვიდეოს, განვათავსებთ ჩვენს ვებ გვერდზე და სოციალურ ქსელში, რათა ნათლად იქნეს წარმოჩენილი მისი უპირატესობები მ.შ. ლოკაციის, მომავალი განვითარების ან/და გაქირავების პოტენციალის კუთხით.


თქვენი ქონება განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე და მოხდება მისი გაზიარება კლიენტთა და ინვესტორთა მუდმივად განახლებადი ბაზისთვის, ვინც პოტენციურად შესაძლოა იყოს კონკრეტული ობიექტის შეძენით დაინტერესებული. კომპანიას აქვს წვდომა, ისეთი ქვეყნების მსყიდველობითუნარიან მომხმარებლებთან როგორიცაა: საქართველო, თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ყაზახეთი, ისრაელი, უზბეკეთი, შვეიცარია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, აშშ.
მომსახურების პირობები
უძრავი ქონების მფლობელი გვიკავშირდება და გვაწვდის არსებულ ინფორმაციას მისი ქონების შესახებ, სასურველ გასაყიდ ფასთან და სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან ერთად. ჩვენს მიერ ხდება მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი, ხდება ობიექტზე ვიზიტი, ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, ქონების უპირატესობების იდენტიფიცირება და მისი განვითარების პოტენციალის სწორად ფორმულირება.დეტალური შეთავაზება განთავსდება ვებ-გვერდზე და ჩვენს სოციალურ ქსელში

უძრავი ქონების მაძიებელი სტუმრობს ჩვენს ვებ გვერდს, თუ ვერ პოულობს სასურველ ქონებას, გვიკავშირდება და გვაწვდის მის მოთხოვნებს შესაძენი ქონების მიმართ ონლაინ ფორმატში ან სატელეფონო ზარით. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი იწყებს ქონების მოძიების კომპლექსურ პროცესს და სპეციალურად კლიენტისთვის გამოყოფილი უძრავი ქონების ექსპერტი სთავაზობს მას მისთვის სასურველ ციფრული არხებით ან/და უზრუნველყოფს ობიექტზე ვიზიტს და სრულ იურდიულ/საკონსულტაციო მომსახურებას.
მომსახურების ღირებულება
ვებ-გვერდზე შეთავაზების განთავსების ღირებულებაა 100 ლარი/თვე, რაშიც შედის ობიექტზე ვიზიტი (ქ.თბილისის ფარგლებში), დასურათება და ვიდეოს გადაღება, მისი განთავსება ჩვენს ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში, დეტალურ შეთავაზებასთან ერთად.
ჩვენთან თანამშრომლობის აუცილებელი პირობაა, რომ ობიექტზე განთავსდეს მხოლოდ ჩვენი ტელეფონის ნომერი საკონტაქტოდ.

თუ უძრავი ქონების შეძენა ან რეალიზაცია ხდება ჩვენი მომსახურების შედეგად, მომსახურების საკომისიო შეადგენს ღირებულების 0,1-დან 5%მდე და დამოკიდებულია ქონების ღირებულებაზე.

კონტაქტი
+995 591649111
info@commercial.ge
დაგვიკავშირდით
Telegram
Mail
Phone
WhatsApp